ეკოლოგიური გარემო კარგავს თავის ფუნქციებს.
2. პროექტის მოკლე აღწერა: 1-2 წინადადებით
ამ პროექტის მიზანია აზიაროს მოსწავლე მეცნიერების საფუძვლებს, განუვითაროს კვლევის
უნარ–ჩვევები. ბუნების სიყვარულის გაღვიძება, ბუნების დაცვის ცოდნითა და უნარით შეიარაღება, მის სავალალო მდგომარეობაზე პასუხისმგებლობა, მზრუნველი დამოკიდებულება.
3. პროექტის სრული აღწერა:
პროქტის დაწყებამდე მოსწავლეებს ვუსვამ კითხვებს: როგორი პლანეტა გვჭირდება ჩვენ? როგორი იქნება იგი სინამდვილეში? ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად ადამიანმა უნდა იცოდეს თუ რა გავლენას ახდენს მისი საქმიანობა ბუნებრივ პირობებზე. ვაწოდებ ინფორმაციას, რომელიც მეცნიერულ კვლებებზეა დაფუძნებული კერძოდ, კაცობრიობამ მეოცე საუკუნეში მოიხმარა ის, რაც ორი მილიონი წელი გროვდებოდა დედამიწის წიაღში.
1) საქართველოს ეკოპრობლემები.
2) ქალაქი და გარემო.
3)2008 წლ. საქართველო რუსეთის კონფლიქტის დროს წამოჭრილი ეკოპრობლემები.
დამატებითი მასალის მოსაპოვებლად მოეწყობა საველე გასვლები და ექსკურსიები ბოტანიკურ ბაღში, ლისის ტბის, კუს ტბის, წყნეთის, კოჯრის, კიკეთის შემოგარენ ტერიტორიებზე. მოძიებული ინფორმაციის საფუძველზე
მოსწავლეები დაადგენენ, რომ მიმდინარეობს მცენარეთა და ცხოვეთა სამყაროს სახეობათა გაღარიბება. ტყის გაჩეხვასთან ერთად იცვლება აკუსტიკური გარემოც. მათ გამოაქვთ დასკვნა, რომ ადამიანის სმენაზე მიდის ძლიერი იერიში, რადგან ქალაქში მათ უხდებათ მრავალი უსიამოვნო ხმის მოსმენა. (ავტომოიბილები, მოტოციკლები) ყველაფერი ეს მოქმედებს ადამიანის ფსიკიკაზე. მოსწავლეები ხვდებიან, რომ ბუნებრივი გარემო იცვლება უფრო სწრაფად ვიდრე ისინი ახალ პირობებთან შეგუებას ასწრებენ. მოსწავლეები ხვდებიან, რომ ცივილიზაციასთან ჭიდილი თანთადანობით არა თანაბარი ხდება. ტექნილოგიური ზემოქმედება ატმოსფეროზე ხდება მიზეზი ამ გლობალური ცვლილებებისა, მაგრამ მოძიებული მასალები გვიჩვენებს, რომ ატმოსფეროს გააჩნია ძლიერი თვისება თვითგაწმენდისა დამაჭუჭყიანებელი ნივთიერებებისაგან.
მოსწავლეები გაამახვილებენ ყურადღებას აგრეთვე 2008 წლის რუსეთ–საქართველოს კონფლიქტის დროს ბორჯომ–ხარაგაულის ტყე–პარკის განადგურების პრობლემაზე. მოიძიებენ აგრეთვე უხვ ფოტო მასალას.
ამ საკითხების შემდეგ ისინი მივლენ იმ დასკვნამდე, რომ "წითელი წიგნი", რომელიც დღითი დღე ივსება გადაშენების პირას მისული მცენარეების და ცხოველთა სიით არ უნდა გადაიქცეს "შავ წიგნად".
4. მონაწილეთა ასაკი:
13 –15 წელი, 7–8 კლასის მოსწავლეები
5. ხანგრძლივობა:
4 კვირა
.
6. პროექტის შესაძლო აქტივობები:
დამზადდება კედლის გაზეთები, სლაიდშოუ, რომელიც ამ კვირეულის განმავლობაში იტრიალებს სკოლის შიდა ტელევიზიაში.
პროექტის ფარგლებში მოსწავლეებს გაუჩნდათ იდეა შექმნან საქართველოს
ყველა კუთხის ეკოსისტემის რუქა და მათ მიერ მოძიებული მასალის გამოყენებით
შაქმნან დისკი, რომელიც ნაჩვენები იქნება სკოლის ტელევიზიით. მონაცემები
პერიოდულად შეიცვლება და მუდმივად განახლებადი იქნება .
8. სამუშაო ენა:
ქართული
9. სარგებელი სხვებისთვის:
ბუნებასთან ჭიდილი ცივილიზაციასთან თანდათან არათანაბარი ხდება. ყველა ჩვენგანის წინაშე დგება პრობლემა , ბრძოლა სუფთა ბუნებისათვის წარიმართოს ცივილურად. და თუ ამ პროექტზე მომუშავე ორ, ან მეტ მოსწავლეს მაინც გაუჩნდება სურვილი ექსკურსიაზე ყოფნის დროს ტყეში ნაგავი არ დაყაროს , მის მიერ დარგული ხე პიარ აქციად კი არა, არამედ ცხოვრების წესად გადააქციოს , მისია შესრულებულად ჩაითვლება.
10. საგნებთან ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
ბოტანიკა აჩვენებს მცნარეების მწვანე საფარველის მნიშვნელობას ბუნების დაცვის საქმეში.
გეოგრაფია აფართოვებს მოსწავლეთა წარმოდგენას ბიოსფეროზე, ეკოლოგიურ ეთიკაზე.
ქიმია გვიცვენებს ატმოსფეროსა და გარემოს დაჭუჭყიანების გზებს და ასწავლის მათ თავიდან აცილების ღონისძიებებს.
ფიზიკა ასწავლის მოსწავლეებს ბუნებრივი პირობების ცვლილებაზე ადამიანის ზემოქმედებას.
მარინე ჩალაური
chalaurimarine88@gmail.com
chalaurimarine88.blogspot.com